რატომ ღირს ქართული წამლები იმპორტირებულზე ორჯერ ძვირი | Allnews.Ge

რატომ ღირს ქართული წამლები იმპორტირებულზე ორჯერ ძვირი

საქართველოში წამლები რომ ძვირია, ფარმაცევტული ბაზარი რომ რამდენიმე კომპანიას აქვს გადანაწილებული, რაც კონკურენციას ზღუდავს და მავანს ზემოგებას აძლევს, არაერთხელ გვსმენია.

ამ ბრალდებების გასაქარწყლებლად მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ახალშექმნილი ფარმაცევტული კომპანიებისა და მცირე აფთიაქებისკენ იშვერენ ხელს, რომლებიც თითქოს ჯანსაღი კონკურენტები არიან, და ამით სურთ, გააქარწყლონ მოსაზრება ფარმაცევტულ სექტორში ჩამოყალიბებული ოლიგოპოლიის შესახებ.

როგორც ჩანს, ეს კარგად გამოსდით, რადგან კონკურენციის სააგენტომ "დამატებითი ინფორმაციის არარსებობის გამო" უარი თქვა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე. რადგან კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში ვერაფერ "საეჭვოს" თავად ვერ მიაგნო, დახურვის პირას მყოფი მცირე აფთიაქების მფლობელებმა გადაწყვიტეს, ჩვენი საშუალებით კონკურენციის სააგენტოსთვის ის სქემა გაშიფრონ, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიის ერთ-ერთი საფუძველია და მცირე მოთამაშეებს კონკურენციას, პაციენტებს კი არჩევანის უფლებას უზღუდავს.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების "პარტნიორობის" შესახებ აქამდეც გვსმენია, თუმცა ჩვენი რესპონდენტების (რომლებმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვეს პრობლემების თავიდან ასარიდებლად) ინფორმაციით, ექიმებისა და აფთიაქების ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მეტი გასაქანი სარეცეპტო სისტემის ამოქმედებამ მისცა, რაც პაციენტებს მძიმე ტვირთად დააწვათ.

"ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების თანამშრომლობა კიდევ უფრო გახშირდა რეგიონებში, სადაც ხალხს ინფორმაცია ნაკლები აქვს და არც ექიმების დიდი არჩევანია. 20 წელზე მეტია საკუთარი აფთიაქი მაქვს, ბევრი რთული პერიოდი გადამიტანია, მაგრამ იმან, რაც ახლა ხდება, დახურვის პირას მიმიყვანა მე და კიდევ ბევრი ჩემისთანა. საქმე ის არის, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები გარიგებული არიან ექიმებთან, რომლებიც პაციენტებს ამ კომპანიების შემოტანილ ან წარმოებულ პრეპარატებს უწერენ. ზოგჯერ რეცეპტი იწერება კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ლოგოიან ქაღალდზე, სადაც მითითებულია, რომ ამ ქსელში მედიკამენტების შეძენისას პაციენტი ფასდაკლებით ისარგებლებს. ისეც ხდება, რომ ექიმები პაციენტს თავად მიჰყვებიან აფთიაქში წამლების შესაძენად(?!).

ფარმაცევტულ კომპანიასთან გარიგებული ექიმის გამოწერილ სარეცეპტო ქაღალდზე მითითებულია კოდი, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული კომპანიები ექიმის იდენტიფიცირებას ახდენენ და გაყიდული წამლების მიხედვით საბანკო ანგარიშზე ბონუსებს ურიცხავენ. ერთი შეხედვით, ექიმი თითქოს კანონს არ არღვევს, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ეთიკურია მისი ქცევა.

პაციენტი ამის გამო ძალიან ზარალდება და გეტყვით, რატომაც. პროფესიით ფარმაცევტი ვარ და ვიცი ყველა წამლის დანიშნულება, შემადგენლობა და კლინიკური ეფექტი. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ეს ჩემი ბიზნესია და ფასებშიც ვერკვევი. ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებული ექიმები პაციენტებს სწორედ იმ წამლებს უნიშნავენ, რომლებიც იმ კონკრეტული კომპანიის წარმოებული ან შემოტანილია, მაშინ როცა ბაზარზე ამ წამლების უფრო ეფექტური და ბევრად იაფი ანალოგები არსებობს.

მაგალითად, ექიმი რეცეპტში უთითებს, რომ პაციენტმა უნდა შეიძინოს პრეპარატი "პეო", რომელსაც შეფუთვაზე მითითებული აქვს, რომ "ჯი-ემ-პიშია" წარმოებული. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს ფარმაცევტული ქარხანა ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას ეკუთვნის და შესაბამისად, წამალიც ქართული წარმოებისაა. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz