მიუსაფარი ბავშვი თბილისში - იუნისეფის ექსპერიმენტი | Allnews.Ge

მიუსაფარი ბავშვი თბილისში - იუნისეფის ექსპერიმენტი

თბილისი, საქართველო, 1 ივლისი 2016 წელი. 90 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და 2 მილიონზე მეტმა გააზიარა ვიდეო, სოციალური ექსპერიმენტი, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მიმართ სტიგმის შესახებ.

ვიდეო, რომელიც დამზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გლობალური კამპანიის - #fightunfair ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. მისი ძირითადი მიზანია ხაზი გაუსვას არათანაბარ შესაძლებლობებს და საზოგადოების მხრიდან განსხვავებულ დამოკიდებულებას სხვადასხვა ბავშვის მიმართ.

სოციალური ექსპერიმენტი გადაიღო სტუდია Switch Communications-მა თბილისში. იუნისეფის მიზანი იყო გავლენა მოეხდინა სტიგმაზე, რომელიც არსებობს ქუჩაში მყოფ ბავშვთა მიმართ. "ცვლილება იწყება მაშინ, როცა თავად გადაწყვეტ სხვებზე ზრუნვას" - არის ვიდეოს სლოგანი, რომელიც ხალხს დააფიქრებს საკუთარ დამოკიდებულებაზე იმ ბავშვთა მიმართ, რომელთაც ყოველდღე ხვდება ქუჩებში.

წყარო: UNISEF Georgia

myquiz