ბრიტანული ფუნტის კურსი 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა | Allnews.Ge

ბრიტანული ფუნტის კურსი 30-წლიან მინიმუმამდე დაეცა

დიდი ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართან მიმართებაში თითქმის 10%-ით გაუფასურდა.

სააგენტო "ბლუმბერგის" ინფორმაციით, რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე აისახა ბირჟებზე.

ფუნტის კურსმა დოლართან მიმართებაში 1,3305 დოლარი შეადგინა, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 52% ევროკავშირიდან გასვლის, 48% კი, დარჩენის მომხრეა.

რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა?

ამ ეტაპზე რეფერენდუმზე დაფიქსირებული ხმების 99% დათვლილია.

myquiz