რუსეთის ნაკრებმა ევრო-2016-ზე "დისკვალიფიკაცია" მიიღო | Allnews.Ge

რუსეთის ნაკრებმა ევრო-2016-ზე "დისკვალიფიკაცია" მიიღო

რუსეთის ნაკრებმა "პირობითი დისკვალიფიკაცია" მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ევრო 2016-ის ფარგლებში ინგლის-რუსეთის მატჩის დროს, რუსი გულშემატკივრების აგრესიული ქმედება გახდა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

უეფა-მ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით, 150 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. რამდენიმე გულშემატკივარს კი დეპორტაცია ემუქრება.

ინგლისისა და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ

იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა კვლავ მოხდება, რუსეთის ნაკრებს ჩემპიონატიდან გარიცხავენ.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

myquiz