მომავალ წელს გაჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც სამი ბიოლოგიური მშობელი ეყოლებათ | Allnews.Ge

მომავალ წელს გაჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც სამი ბიოლოგიური მშობელი ეყოლებათ

ერთი მამისა და ორი დედის შვილები სამყაროს უკვე ერთი წლის შემდეგ მოევლინებიან. კვლევა ამის შესახებ გამოცემა Nature-ში ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.

სამი მშობლის ბავშვის გაჩენა ნიშნავს, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების დროს დედისა და მამის გენეტიკურ მასალასთან ერთად, კიდევ ერთი ქალის  მიტოქონდრალურ დმნ-ს დაამატებენ.

ამგვარი განაყოფიერების მომხრეები, ირწმუნებიან რომ მეთოდი ადამიანებს სახიფათო და სასიკვდილო მემკვიდრეობითი დაავადებებისგან იხსნის.

შეიძლება გამოიყოს ასეთი დაავადებების ორი ჯგუფი: მკაფიოდ გამოხატული მემკვიდრული სინდრომები, განპირობებული გენების მუტაციით, რომლებიც პასუხისმგებელია მიტოქონდრიების ცილებზე.

რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა

"მეორეული მიტოქონდრიალური დაავადებები", რომელიც მოიცავს უჯრედული ენერგოცვლის დარღვევას (შემაერთეებელი ქსოვლის დაავადებბი, ქრონიკული დაღლის სინდრომი, გლიკოგენოზი, კარდიომიოპათია, შაკიკი, თირკმლის უკმარისობა, პანციტოპენია, აგრეთვე ჰიპოპარათირეოზი, დიაბეტი, რაქიტი და სხვა);

მიტოქონდრიალური დაავადებების ეფექტები სხვადასხვაა დეფექტური მიტოქონდრიების განსხვავებული გადანაწილების გამო სხვადასხვა ორგანოებში.

ერთ ადამიანში შეიძლება გამოიწიოს ღვიძლის დაავადება, მეორეში კი - თავის ტვინის.

ამავდროულად, მეთოდის მოწინააღმდეგეები მის ამორალურობაში არიან  დარწმუნებულები. მათი აზრით, ეს ადამიანის ბუნებაში ზედმეტი ჩარევაა და წარმატების შემთხვევაში მეცნიერები კიდევ უფრო თამამ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.

როგორც არ უნდა იყოს, პროცედურა უკვე დაშვებულია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ამჟამად, მეცნიერები მის პრაქტიკაში გამოყენებაზე მუშაობენ.

myquiz