ინემური: ძილის იაპონური ხელოვნება | Allnews.Ge

ინემური: ძილის იაპონური ხელოვნება

იაპონელები ცნობილები არიან საკუთარი შრომისმოყვარეობით.

ქვეყანაში, შრომითი ნაყოფიერების დონე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თუმცა, სასწაულები არ არსებობს და მათ ამაში საკუთარი "საფასურის" გადახდა უწევთ.

ინემური ერთგვარი პრაქტიკაა, რომელიც ადამიანებს მუშაობის დროს, ტრანსპორტში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში წამოძინების საშუალებას აძლევს.

ინემურის დროს ძილი სოციალური ჩართულობის დემონსტრირებას უნდა ახდენდეს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს შეუძლია ავტობუსში ფეხზე მდგომმა ან თათბირის დროს დაიძინოს, თუმცა, ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, რომ მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ჩართულობის იმიტაცია შექმნას.

ინემურის დროს, დიდი ყურადღება ექცევა სოციალურ სტატუსს. ასე მაგალითად, თუკი დაქვემდებარებული საკუთარი უფროსის თვალწინ დაიძინებს ეს ცუდ ტონად ჩაითვლება, თუმცა, როლების შეცვლის შემთხვევაში ამაში ცუდი არაფერი იქნება.

წარმოგიდგენთ ბრიტანელი ფოტოგრაფის, ედრიან სთორის ფოტოებს, რომლებიც ტოკიოს ქუჩებშია გადაღებული.

 

myquiz