მსოფლიო თანდათან "მწვანე ენერგიაზე" გადადის | Allnews.Ge

მსოფლიო თანდათან "მწვანე ენერგიაზე" გადადის

მსოფლიოს 2015 წელს განახლებადი ენერგიის ახალი წყაროები შეემატა. გასული წლის განმავლობაში მზის, ქარისა და წყლის ენერგორესურსებში განხორციელებული ინვესტიციები ორჯერ მეტი იყო ქვანახშირსა და გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებში განხორციელებულ ინვესტიციებზე. შედეგად ამ სექტორში ინვესტიციების რაოდენობამ 286 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამასთან, როგორც "განახლებადი ენერგიების გლობალური სტატუსის" ანგარიშშია ნათქვამი, პირველად ისტორიაში, განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტს ხარჯავენ განახლებად ენერგიაზე, ვიდრე განახლებადი ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნები. რაც შეეხება ევროპას, გასულ წელს ამ რეგიონში ენერგორესურსების 44% სწორედ მწვანე ენერგიაზე მოდიოდა.

გამომუშავებული მწვანე ენერგიის წილი განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთში, აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში. ამასთან, უდიდესი ინვესტორები ამ სფეროში არიან ისეთი პატარა ქვეყნებიც, როგორიცააა მავრიტანია, ჰონდურასი, იამაიკა და ურუგვაი.

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიიის სექტორში 8 მილიონ ადამიანზე მეტია დასაქმებული.

ამასთან, ბოლო რამდენიმე წელია განახლებად ენერგიაზე მსოფლიოს მასშტაბით დანახარჯები იზრდება, 2015 წელს კი ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

myquiz