რა ელის დედამიწას კაცობრიობის გაქრობის შემთხვევაში | Allnews.Ge

რა ელის დედამიწას კაცობრიობის გაქრობის შემთხვევაში

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თუმცა, ამავდროულად, ამოუცნობი საკითხი დედამიწის მომავალს ეხება.

ბევრ ჩვენგანს აინტერესებს, რა მოუვა  პლანეტას ადამიანების გარეშე - შეძლებს თუ არა იგი ე.წ გადატვირთვის ფუნქციის ჩართვას და გაუმკლავდბა თუ არა იმ ზიანს, რომელსაც კაცობრიობა თავისი არსებობის პერიოდში აყენებს.

• ადამიანის გაქრობიდან რამდენიმე საათში მთელს პლანეტაზე სინათლე ჩაქრება, რადგან ელექტროსადგურების უმეტესობა სწორად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, თუმცა, ჰიდროელექტროსადგურები მუშაობას მაინც განაგრძობენ.

• კაცობრიობის გაუჩინარებიდან ათი დღის შემდეგ ყველა შინაური ცხოველი მოკვდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, საკვების დამოუკიდებლად მოპოვების უუნარობა, მეორე მხრივ, კი მტაცებელი ცხოველების გააქტიურება გახდება.

ერთი თვის შემდეგ ატომურ ელექტროსადგურებში ბირთვული რეაქტორების გამაგრილებელი წყალი აორთქლდება, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიო მასშტაბის "ჩერნობილის კატასტროფას" გამოიწვევს.

ერთი წლის შემდეგ ორბიტაზე გაშვებული ყველა თანამგზავრი ჩამოვარდება.

ოცდახუთი წლის შემდეგ ქალაქების უმეტესობას მცენარეები შთანთქავს, მაშინ, როდესაც ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მეორე ნაწილი რამდენიმეტონიანი ქვიშის საფარის ქვეშ აღმოჩნდება.

• კაცობრიობის გაქრობიდან სამი ათასი წლის შემდეგ ლითონის შენობები, ხიდები და კოშკები კოროზიის გამო დაინგრევა.

ათი ათასი წლის შემდეგ ადამიანის არსებობის ერთადერთი ნიშანი ის ნაგებობები იქნება, რომლებიც კაცობრიობამ ქვისგან შექმნა. ჩვენი არსებობის ერთადერთი კვალი პირამიდებში, ჩინთის დიდ კედელსა და რაშმორის მთაში დარჩება.

myquiz