შსს-მ კორცხალში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო | Allnews.Ge

შსს-მ კორცხალში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხალში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი

დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.

myquiz