კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი | Allnews.Ge

კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი

კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.

შსს-მ კორცხალში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.

ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია.

myquiz