დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ისეთივე ეპიდემია, როგორიც ერთი პერიოდი ნარკომანია იყო | Allnews.Ge

დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ისეთივე ეპიდემია, როგორიც ერთი პერიოდი ნარკომანია იყო

დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ისეთივე ეპიდემია, როგორიც ერთი პერიოდი ნარკომანიის ეპიდემია იყო, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ნარკოდამოკიდებულთა რიცხვიც არ არის დღეს სახუმარო, მაინცდამაინც შემცირებული არ არის, მაგრამ ძალიან გაიზარდა აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება, რომელიც ადრე არ იყო.

"ადამიანს ჰგონია, რომ ეს არის თამაში, ეს არ არის ნივთიერება და როგორ შეიძლება აქ მოხდეს დამოკიდებულება, მაგრამ საერთოდ პათოლოგიური მიჯაჭვულობა და ნიბესმიერი მიჯაჭვულობა ჩნდება ტვინის ემოციურ ცენტრში.

როდესაც ლიმბურ სისტემაში ხდება დარღვევა, მაშინ ყალიბდება ესეთი მანიური მიჯაჭვულობა. როგორც კი მიჯაჭვულობა ხდება პათოლოგიური, მთლიანად იპყრობს ფსიქიკას და ხდება დაავადება.

ეს რომ არის დაავადება, რომელსაც ვკურნავთ წამლებით და ხანგრძლივი ფსიქოთერაპიით, ამისი ცოდნაც დღეს ბევრს სამწუხაროდ არ აქვს და სახელს ვერ არქმევს.

როდესაც ოჯახის წევრს აქვს უპასუხისმგებლო ქცევა, მიდის მუდმივად საყვედური და არ ხდება იმის შეგრძნება, რომ ეს არ არის ჯანმრთელი მდგომარეობა", - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, იწვევს თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სუიციდის შემთხვევებს, ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი თვითმკვლელობაა მომხდარი სწორედ იმიტომ, რომ დარღვეულია ფსიქიკა.

ფსიქოლოგი აცხადებს, რომ მთავარია მშობლებს არ ეგონოთ, რომ ეს არის უბრალოდ გართობა.

"როდესაც ოჯახის წევრს სახლიდან გააქვს ნივთები, მისი ქცევა რადიკალურად იცვლება, გამომეტყველებაც ეცვლებათ,

მთავარია საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც ხშირად ფონად უდევს უკვე სხვა ფსიქიატრიული პრობლემები", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.

myquiz