ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა | Allnews.Ge

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320 რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი პარიზი -კაიროს მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ეგვიპტის ავიახაზების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, Airbus A320 11 კილომეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც რადარებიდან გაქრა.

EgyptAir-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ეგვიპტური ლაინერის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს

myquiz