ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქეს, ჯაშუშობის ბრალდებით, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქეს, ჯაშუშობის ბრალდებით, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქეს, კორეელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"ფრანს 24"-ის ცნობით, კიმ დონგ ჩული ჩრდილოეთ კორეაში ჯაშუშობის და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით დააკავეს.

62 წლის ბრალდებული გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. დღეს კი ფხენიანის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთასთან ერთად მძიმე საზოგადოებრივი შრომაც მიუსაჯა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

 

ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ ამერიკელ სტუდენტს, პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, 15 წლიანი იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს

 

 

myquiz