როგორ უმასპინძლა 2 წლის პრინცმა აშშ-ის პრეზიდენტს | Allnews.Ge

როგორ უმასპინძლა 2 წლის პრინცმა აშშ-ის პრეზიდენტს

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფება. იგი უკვე შეხვდა დედოფალ ელიზაბეთსა და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. ბარაკ და მიშელ ობამებს კენსინგტონის სასახლეში 2 წლის პრინცმა ჯორჯმა უმასპინძლა, რომელიც აშშ-ის პირველ პირს პიჟამაში გამოწყობილი დახვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მოგვიანებით წამყვანი მედიასაშუალებების პირველ გვერდზე გამოჩნდა.

ობამებმა კენსინგტონ სასახლეში პრინც უილიამთან, ქეით მიდლტონთან და პრინც ჰარისთან ერთად ივახშმეს.

ობამა ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონსაც შეხვდა და მასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. თეთრი სახლის ლიდერმა ბრიტანელებს მოუწოდა, არ მისცენ ხმა ევროკავშირიდან გასვლას დაგეგმილ რეფერენდუმზე.

myquiz