რუსი ტურისტების რიცხვი სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა | Allnews.Ge

რუსი ტურისტების რიცხვი სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა

რუსი ტურისტები ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიას ანიჭებენ უპირატესობას. რუსული ტუროპერატორების ცნობით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ტურების ჯავშნის რაოდენობა.

"რასაკვირველია ტურისტების ისეთ როდენობაზე, როგორიც თურქეთს და ეგვიპტეს ჰყავს, საუბარი არ არის, მაგრამ, რომ შევადაროთ ვითარება გასულ წელთან, სომხეთსა და საქართველოში ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა 50-70 პროცენტით" - ამბობს კომპანია "ჯორჯია თრეველის" დირექტორი გიორგი ბერიძე.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში კი აღნიშნავენ, რომ თურქეთის და ეგვიპტის სრულფასოვანი შემცვლელები რუს ტურისტებს ჯერ არ ჰყავთ:

"საუბარი იმაზე, რომ კავკასიამ შეიძლება თურქეთის და ეგვიპტის კურორტები ჩაანაცვლოს ზედმეტია" - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრ კურნოსოვი. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის კურორტებ მათ ე.წ All Inclusive მომსახურებას ვერ სთავაზობენ.

"აზერბაიჯანში ტურისტები მიდიან, რათა დაათვალიერონ ბაქო, სომხეთში ისინი ერევანსა და სევანის ტბას ნახულობენ. ორივე შემთხვევაში ტურისტებს ადგილობრივი სამზარეულო აინტერესებთ. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც", - აღნიშნა კურნოსოვმა.

myquiz