გუგლის მთავარი ფუტუროლოგი მიიჩნევს, რომ 2029 წლიდან კაცობრიობა უკვდავებას მიაღწევს | Allnews.Ge

გუგლის მთავარი ფუტუროლოგი მიიჩნევს, რომ 2029 წლიდან კაცობრიობა უკვდავებას მიაღწევს

გუგლის მთავარი ფუტუროლოგი მიიჩნევს, რომ 2029 წლიდან სამუდამოდ სიცოცხლე შეგვეძლება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რეი კურცვეილმა Playboy-სთან ინტერვიუში ისაუბრა. გარდა ამისა, Google-ის ტექნიკურმა დირექტორმა ჟურნალისტს საკუთარ მოლოდინებზეც უამბო.

როგორც აღმოჩნდა, კურცვეილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც სჯერა მომენტის, რა დროსაც, ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანები ცხოვრებას მუდმივს გახდიან.

"მე მჯერა, რომ დაახლოებით, 2029 წელს ჩვენ მივაღწევთ ისეთ დონეს, როდესაც სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით, ყოველ წელს შეგვეძლება თითო წლით გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე".

როგორ შეიცვლება მსოფლიო 25 წელიწადში - Google-ის ტექნიკური დირექტორის პროგნოზები

კურცვეილი იმედოვნებს, რომ ნანოტექნოლოგიების განვითარება ისეთ სტადიას მიაღწევს, როდესაც იმუნოსისტემის ხელოვნურად გაძლიერება გახდება შესაძლებელი. (მაგალითად, კიბოს უჯრედების წარმოქმნისა და არტერიის დაცობის პრობლემების მოგვარება).

myquiz