მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია 3000 მეტრის სიმაღლეზე აგიყვანოთ | Allnews.Ge

მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია 3000 მეტრის სიმაღლეზე აგიყვანოთ

2012 წელს ჰიდროციკლებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანგმა ფრენკ ზაპატამ,  სპორტის სრულიად ახალი ექსტრემალური სახეობა, Flyboard გამოიგონა.

თუმცა, Flyboard-ის შეზღუდული შესაძლებლობების გამო ფრენკმა გადაწყვიტა მისი გაუმჯობესებული ვერსია, Flyboard Air შეექმნა. ეს არის საფრენი საშუალება, რომელიც მძლავ ტურბინაზე მუშაობს, ფრენისთვის აუცილებელია საწვავი კი  მფრინავის ზურგზე მიმაგრებულ სპეციალურ ავზში ინახება.

ამასთან, Flyboard Air პულტით იმართება.

Flyboard Air-ს შეუძლია ადამიანი 3000 მეტრის სიმაღლეზე აიყვანოს. რაც შეეხება საწვავს, მისი ავზის მოცულობა მაქსიმუმ 10-წუთიან ფრენაზეა გათვლილი. ამასთან, საფრენი საშუალების სიჩქარემ შეიძლება 150 კმ/სთ-ს მიაღწიოს.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში Flyboard Air ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ვინაიდან ეს გართობის ძალიან სახიფათო ხერხია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პროფესიონალი სპორტსმენი ხართ, შესანიშნავი ფიზიკური მომზადებით, შეგიძლიათ ეს მეტად საინტერესო საფრენი საშუალება გამოსცადოთ.

myquiz