ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს | Allnews.Ge

ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს

ვაშინგტონის უნივერსიტეტის  მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს. დასკვნები ეფუძნება კვლევებს, რომლებიც ბილინგვ-ბავშვებზე ჩატარდა.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც ორ და მეტ ენაზე საუბარი შეუძლია, ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარკვეული უპირატესობები გააჩნია.

სპეციალისტების აზრით, ასეთ ადამიანებს უკეთ უვითარდებათ ფსიქოლოგიური კონტროლის გარკვეული ფორმა. მაგალითისთვის, ორენოვან ბავშვებს  უვითარდებათ კოგნიტური მოქნილობა და შერჩევითი ყურადღება, რომელიც აუცილებელია ორივე ენის გამოსაყენებლად.

მომზადებულია washington.edu-ის მიხედვით

myquiz