ქვეყნები, სადაც ბუნებრივი კატაკლიზმების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ბუნებრივი კატაკლიზმების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს

ბრიტანულმა Telegraph Travel-მა მსოფლიოს ქვეყნებში ბუნებრივი კატასტროფების ალბათობა შეაფასა.

სტატია World Risk Report-ის მასალებს ეფუძნება, რომელიც გაეროს უნივერსიტეტის გარემოსა და ადამიანის უსაფრთხოების ინსტიტუტმა 2015 წელს ჩაატარა, რა დროსაც, მსოფლიოს 173 ქვეყანაში მიწისძვრების, ქარიშხლების, წყალდიდობების, გვალვებისა და ზღვის დონის მატების ალბათობა შეფასდა.

ანგარიში ასევე ითვალისწინებს იმას, თუ რამდენად არის მზად თითოეული ქვეყანა გაუმკლავდეს კატასტროფას.

"ყველაზე მაღალი რისკის მაჩვენებელი იმ ქვეყნებს მიენიჭა, სადაც ყველაზე სავარაუდოა ბუნებრივი კატასტროფა და ყველაზე დაბალ დონეზეა მოსახლეობის დაცულობა" - განმარტავენ ანგარიშის ავტორები.

როგორც რუკა გვიჩვენებს, ევროპა - ნიდერლანდების, ალბანეთისა და სერბიის გამოკლებით - არ შედის რისკების ზონაში, ისევე როგორც აშშ და კანადა. ყველაზე მაღალი რისკი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, აფრიკისა და წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნებშია.

10 ყველაზე სახიფათო ქვეყანა

1. ვანუატუ - 36.43%

2. ტონგა - 28.23%

3. ფილიპინები - 27.52%

4. გვატემალა - 20.88%

5. ბანგლადეში - 19.81%

6. სოლომონის კუნძულები - 18.11%

7. კოსტა-რიკა - 16.94%

8. კამბოჯა - 16.9%

9. სალვადორი - 16.85%

10. აღმოსავლეთი ტიმორი - 16.37%

10 ყველაზე უსაფრთო ქვეყანა

1. ყატარი - 0.1%

2. მალტა - 0.61%

3. ბარბადოსი - 1.16%

4. საუდის არაბეთი - 1.32%

5. გრენადა - 1.44%

6. ისლანდია - 1.55%

7. კირიბატი - 1.78%

8. ბაჰრეინი - 1.81%

9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.1%

10.შვედეთი - 2.26%

 

myquiz