იაპონელმა დიზაინერმა "უჩინარი" მატარებელი შექმნა | Allnews.Ge

იაპონელმა დიზაინერმა "უჩინარი" მატარებელი შექმნა

იაპონელი დიზაინერის, კაძუო სეჯიმას მიერ შექმნილი მატარებელი წარმოებაში 2018 წლისთვის უნდა გაეშვას. ტრანსპორტის ახალი მოდელი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას გარშემო არსებულ პეიზაჟთან შეუძლია შერწყმა.

"უჩინარი" მატარებელი გარეგნული იერსახის გარდა, შიდა დიზაინითაც გამოირჩევა, შექმნელები მის კუპეს ნამდვილ "სასტუმროებს" ადარებენ.

როგორც ცნობილია, ახალი დიზაინით შექმნილი მატარებლები იაპონიის მთელ ტერიტორიას მოიცავენ და იმ შემთხვევაში თუკი დიზაინი პოპულარული გახდება, ისინი თანდათან ჩაანაცვლებენ სტანდარტულ მატარებლებს.

www.dezeen.com

myquiz