რატომ არის აკრძალული "ქინდერ სიურპრიზი" აშშ-ში? | Allnews.Ge

რატომ არის აკრძალული "ქინდერ სიურპრიზი" აშშ-ში?

"ქინდერ სიურპრიზი" ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისი გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონით იკრძალება. "ბიზნეს ინსაიდერის" ინფორმაციით, მიზეზად სათამაშოების ზომის სიმცირე სახელდება. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისი მიღების დროს, დიდია ალბათობა ბავშვს სათამაშოც გადაყვეს და დაიხრჩოს.

ტკბილეულს იტალიური კომპანია Ferrero აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ "ქინდერ სიურპრიზი" პატარებისთვის შეიქმნა, შოკოლადის კვერცხები, რომლებსაც საჩუქრად სათამაშო მოჰყვება, ზრდასრულებშიც პოპულარულია.

წყარო: bpn.ge

myquiz