დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი "სიკვდილის ველი" ყვავილებით დაიფარა | Allnews.Ge

დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი "სიკვდილის ველი" ყვავილებით დაიფარა

დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიჩნეული წერტილი, კალიფორნიის შტატში მდებარე ხეობის ტიპის უდაბნო "სიკვდილის ველი", რამდენიმე დღის წინ ყვითელი და ვარდისფერი ველური ყვავილებით დაიფარა.

პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზი შემოდგომაზე, გასული წლის ოქტომბერში მოსული ძლიერი წვიმაა, რაც ამ ადგილისთვის უიშვიათესი შემთხვევაა.

1913 წლის 10 ივლისს, "სიკვდილის ველზე" +56,7º დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ხეობა ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 85 მეტრით დაბლა მდებარეობს.

myquiz