"მოტივტივე ტყე" როტერდამში - ინოვაციური პროექტი ხელოვანებისგან | Allnews.Ge

"მოტივტივე ტყე" როტერდამში - ინოვაციური პროექტი ხელოვანებისგან

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 2016 წლის 16 მარტიდან მსურველებს "მოტივტივე ტყის" ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. წყალზე ხეების გაშვების იდეა ხელოვან ხორხე ბეკერის ნამუშევრიდან "ჰაბიტუსის ძიებაში" გაჩნდა.

მოტივტივე ტყეს ადგილობრივი ხელოვანების ჯგუფი შექმნის, რომლებმაც 2014 წელს საკუთარი ძალები გამოსცადეს და წყალზე რამდენიმე ხე გაუშვეს. წარმატებული მცდელობის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ ორიგინალური ტყის პროექტის განხორციელებისთვის.

პროექტის ავტორები ხის ნერგებს ქალაქის ხეების საწყობიდან აიღებენ.

„ქალაქი ყოველთვის განახლების პროცესშია. ხეებს თხრიან. ადრე მოთხრილი ხეები ნადგურდებოდა, ახლა კი მას ჩვენ გამოვიყენებთ“, - ამბობენ პროექტის ავტორები.

"მოტივტივე ტყეში" 20 ხე დაირგვება.

 

myquiz