ნაომი უოთსი Twin Peaks-ის ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას | Allnews.Ge

ნაომი უოთსი Twin Peaks-ის ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას

მსახიობი ნაომი უოთსი და რეჟისორი დევიდ ლინჩი, Mulholland Drive-ის შემდეგ, გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. საქმე იმაშია, რომ უოთსი Twin Peaks-ის ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას.

სიახლეს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული გამოცემა Deadline ავრცელებს.

ამ დრისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის ყოფილი მსახიობებიდან, Twin Peaks-ის ახალ სეზონში დაბრუნება მხოლოდ გამომძიებელი დეილ კუპერის როლის შემსრულებელმა კაილ მაკლაჰენმა დაადასტურა. თუმცა, Showtime-ის ინფორმაციით, სერიალში შერილინ ფენს, მიგელ ფერერს და შერილ ლისაც ვიხილავთ.

გადაღებებში მონაწილეობას ლინჩის დიდი ხნის მუზა, მსახიობი ლორა დერნიც მიიღებს.

Twin Peaks-ის ახალი სეზონის პრემიერა 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

myquiz