Google-ის ინტელექტის პროგრამამ ევროპის სამგზის ჩემპიონი 5-ჯერ დაამარცხა | Allnews.Ge

Google-ის ინტელექტის პროგრამამ ევროპის სამგზის ჩემპიონი 5-ჯერ დაამარცხა

"გუგლის" ხელოვნური ინტელექტის პროგრამამ მაგიდის ჩინური თამაშის, "გოს" ევროპის ჩემპიონი დაამარცხა.

როგორც ცნობილია, თამაშის მოსაგებად სპეციალური სისტემა AlphaGo შეიქმნა, რომელშიც საძიებო სისტემის გაფართოებული სისტემა და რთული ნეირონული ქსელი გამოიყენება. მეცნიერებმა მრავალი ცდა ჩაატარეს, რომლის საშუალებითაც გაშიფრეს 30 მილიონზე მეტი მოთამაშის მოქმედება, რის შედეგადაც, ამ ეტაპზე AlphaGo-ს ადამიანის სტრატეგიის 57%-ის პროგნოზირება შეუძლია.

სისტემის წარმატების მტკიცებულებად ევროპის სამგზის ჩემპიონთან თამაში იქცა, - AlphaGo-მ გამართული 5 თამაშიდან 5-ვე მოიგო.

myquiz