გერმანიაში ქართველებმა თავშესაფარი შესაძლოა, ვეღარ მიიღონ | Allnews.Ge

გერმანიაში ქართველებმა თავშესაფარი შესაძლოა, ვეღარ მიიღონ

ბავარიის მთავრობამ ფედერალური მიწების წარმომადგენლობით ორგანოში, ე.წ. ბუნდესრატში განცხადება გააგზავნა, რომლითაც კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანონ.

როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, ჰორსტ ზააჰოფერმა ბერლინში გააკეთა.

ბავარიის მთავრობის ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფარს აღარ მისცემენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნება აღიარებული.

ბავარიის მთავრობის ინიციატივით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს გარდა,  სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უნდა მოხვდეს.

myquiz