წიგნები, რომლებმაც მომავლის ტექნოლოგიები იწინასწარმეტყველეს | Allnews.Ge

წიგნები, რომლებმაც მომავლის ტექნოლოგიები იწინასწარმეტყველეს

ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც წარმოდგენილია თამამი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტი აღწერა, თუ როგორ განვითარდებოდა მომავალში მოვლენები ტექნოლოგიის კუთხით.

1. ელექტროობაზე მომუშავე წყალქვეშა გემი

წიგნში "20 000 ლიე წყალქვეშ" ჟიულ ვერნმა აღწერა წყალქვეშა გემი "ნაუტილუსი", რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა. რეალური წყალქვეშა გემები ელექტრო ძრავით მხოლოდ 90 წლის შემდეგ გამოიგონეს.

2. საკრედიტო ბარათები

ედვარდ ბელამიმ საკრედიტო ბარათების გაჩენა თავის სამეცნიერო ფანტასტიკაში "წარსულის ცქერა" 62 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, სანამ საკრედიტო ბარათი რეალურად გაჩნდებოდა.

3. ავტომატური კარი

ლეგენდარულმა ფანტასტმა ჰერბერტ უელსმა ავტომატური კარი საკუთარ 1899 წლის რომანში - "როდესაც მძინარეს გაეღვიძება" გამოიგონა. ასეთი სახის კარი მხოლოდ 60 წლის შემდეგ გაჩნდა.

4. ტანკები

1903 წელს უელსმა დაწერა მოთხრობა "მიწის ჯავშნოსნები", რომელშიც ტანკები აღწერა, 13 წლის შემდეგ ეს საომარი მანქანები პირველ მსოფლიო ომში გამოჩნდნენ.

5. სიცრუის დეტექტორი

სიცრუის დეტექტორი მხატვრულ ლიტერატურაში პირველად  ე. ბელმერის და ვ. მაკჰეიგენის ნაწარმოებში "ლუთერ ტრენტის მიღწევებშია" ნახსენები, რომელიც 1910 წელს დაიწერა. პირველად პოლიგრაფი 1924 წელს გამოიყენეს.

myquiz