ბარი, ტუალეტი, მაღალსიჩქარიანი Wi-Fi - როგორ გამოიყურება ძვირადღირებული კაფსულა, რომელიც ტურისტებს კოსმოსში 2025 წლიდან გადაიყვანს?
Space Perspective - მა ცოტა ხნის წინ სატესტო კაფსულა წარადგინა, რომელიც ტურისტების კოსმოსში გადაყვანას 2025 წლისთვის შეძლებს. კაფსულა პირველ უპილოტო საცდელ ფრენას უახლოეს კვირებში განახორციელებს.
კომპანიის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდი, რომლის დიამეტრი 4,9 მეტრია, იგი რვა მგზავრსა და ერთ კაპიტანს იტევს, გარდა ამისა, მგზავრებს არ მოუწევთ ნულოვანი გრავიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა. კაფსულაში ასევე იგეგმება კოქტეილ ბარის, ტუალეტის და Wi-Fi-ის მოწყობა. თავად მოგზაურობა ექვს საათს გაგრძელდება, ბილეთის ფასი კი 125 ათასი დოლარი იქნება. ხომალდის დიდი ფანჯრები იდეალურია სელფის გადასაღებად და კოსმოსის ხედებით დასატკბობად.
რამდენ ხანს გრძელდება მოგზაურობა?
Space Perspective-ის მგზავრები ჯერ ეწვევიან კენედის კოსმოსურ ცენტრს, ფლორიდაში. დარწმუნდებიან ხომალდის უსაფრთხოებაში და შემდეგ მოემზადებიან ექვსსაათიანი ფრენისთვის. კაფსულა ღამით გაფრინდება, რაც ბორტზე მყოფებს საშუალებას აძლევს დაინახონ დედამიწის მრუდი და ატმოსფეროს თხელი ლურჯი ხაზი. Virgin Galactic-ის კოსმოსური ფრენა დაახლოებით 90 წუთიდან ორ საათამდე გაგრძელდა, ხოლო Blue Origin-ის სარაკეტო ფრენის გამოცდილება გაცილებით მოკლეა - დაახლოებით 11 წუთი. იხილეთ სრულად