თუ ხვრინვამ შეგაწუხათ- Xiaomi-ის ჭკვიანი საწოლი, რომელიც ამ პრპობლემის "დამარცხებაში" დაგეხმარებათ | Allnews.Ge

თუ ხვრინვამ შეგაწუხათ- Xiaomi-ის ჭკვიანი საწოლი, რომელიც ამ პრპობლემის "დამარცხებაში" დაგეხმარებათ

Xiaomi-მ ჭკვიანი საწოლი წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს ხვრინვის დისკომფორტს მოუხსნის.

საწოლის სახელწოდებაა 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro ის აღჭურვილია მართვის ინტელექტუალური სისტემითა და ელექტრო სადენით. მისი შემქმნელების განმარტებით, ძილის დროს გარეშე ხმების აღმოჩენისთანავე, საწოლის ზურგი 15 გრადუსით იწევა, რათა ჟანგბადის მისაწოდებლად სასუნთქი გზები გაიხსნას.

„მას შემდეგ რაც ხვრინვა შეწყდება, საწოლი ავტომატურად პირვანდელ მდგომარობას დაუბრუნდეს ისე, რომ ადამიანს არ გაეღვიძოს“, - აცხადებენ კომპანიაში.

electric-bed-1652174826.jpg

გარდა ამისა, 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro აგროვებს ინფორმაციას გულისცემისა და სუნთქვის შესახებ.

ჭკვიანი საწოლი ამ ეტაპზე 968 დოლარი ღირს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ფართო გაყიდვაში ჩაეშვება, მისი ფასი 1119 დოლარი გახდება.