პირველი ქვეყანა, სადაც გაყიდული ავტომობილების 58% ელექტრომობილია | Allnews.Ge

პირველი ქვეყანა, სადაც გაყიდული ავტომობილების 58% ელექტრომობილია

ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილია. „როიტერსის“ ცნობით, მარტის თვეში გაყიდული დარეგისტრირებული ავტომობილების 58 პროცენტს ელექტრომობილი შეადგენს. გარემოსდამცველები აღნიშნულს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს დადებით გავლენას იქონიებს გარემოზე. სკეპტიკოსების თქმით კი, ეს ყველაფერი სახელმწიფო სუბსიდიების წყალობით ხდება, რაც არასწორია.

შეგახსენებთ, ნორვეგიაში ელექტრომობილები გადასახადებისგან თავისუფალი არიან, ამასთან, ისინი გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ სხვა ავტომობილებთან შედარებით. შეგახსენებთ, 2018 წელს ნორვეგიაში ავტოპარკის მხოლოდ მესამედი იყო ელექტრომობილი. მსგავსი რაოდენობის ელექტრომობილი ჯერ არცერთ ქვეყანაში არ დადის. როგორც ნორვეგიის ელექტრომობილების ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, 2025 წლისთვის ქვეყანაში ავტოპარკის ასი პროცენტი სწორედ ელექტრომობილი იქნება.

myquiz