აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლით მიგრანტების ნაწლავის მიკროფლორა მნიშვნელოვნად იცვლება | Allnews.Ge

აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლით მიგრანტების ნაწლავის მიკროფლორა მნიშვნელოვნად იცვლება

მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს იმისა, რომ აშშ-ში ჩასულ მიგრანტებსა და ლტოლვილებს ნაწლავის მიკლოფრლორა მალევე ეცვლებათ. კვლევა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან აშშ-ში მიგრირებულების შესახებ ჩატარდა, ჟურნალ Cell-ში 1 ნოემბერს გამოქვეყნდა.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმიგრანტები თავიანთ მშობლიურ მიკლოფლორას კარგავდნენ თითქმის მაშინვე, როგორც კი აშშ-ში ჩადიოდნენ და იღებდნენ მათი ორგანიზმისთვის უცნობ მიკრობებს, რომელიც ევროპელი და ამერიკელი ხალხისთვისაა დამახასიათებელი. ამგვარად, იმიგრანტები კარგავდნენ თავიანთ მშობლიურ მიკრობებს, ახალშეძენილი მიკრობები კი არ იყო საკმარისი დანაკარგის კომპენსირებისთვის", - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა დენ ნაითმა.

ამდრომდე ცნობილი იყო, რომ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ნაწლავის მიკლოფლორაში ბაქტერიები უფრო მრავალფეროვანი ჰქონდათ, ვიდრე იმ ადმიანებს, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობდნენ. "თუმცა, ეს მრავალფეროვნება გაქრა იმ ადამიანებში, რომლებიც განვითარებადი ქვეყნებიდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად", - აღნიშნა მკვლევარმა.

კვლევა მინესოტაში მცხოვრები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ლტოლვილებისა და მიგრანტების დახმარებით ჩატარდა.

"როდესაც სხვა ქვეყანაში მიემგზავრებით, თქვენი მიკლოფლორა ახალ მიკრობებს იძენს. ეს ყოველთვის შესაძლოა არ იყოს ცუდი, თუმცა, როგორც აღმოვაჩინეთ, მიკროფლორის "გადასავლურება", შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიგრანტებში სიმსუქნის გამოწვევასთან", - განაცხადა კვლევის ავტორმა.

myquiz