ბავშვის გაჩენა კოსმოსში: მკვლევარები მოხალისეებს ეძებენ, რომლებიც დედამიწის მიღმა მშობიარობას დათანხმდებიან | Allnews.Ge

ბავშვის გაჩენა კოსმოსში: მკვლევარები მოხალისეებს ეძებენ, რომლებიც დედამიწის მიღმა მშობიარობას დათანხმდებიან

თუ კაცობრიობა მზის სისტემის სხვა პლანეტების კოლონიზაციას გეგმავს, მაშინ ის კოსმოსში გამრავლებასაც უნდა მიეჩვიოს. მაგრამ იქამდე იმის გარკვევაა აუცილებელი, როგორ ზემოქმედებს კოსმოსური გარემო ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე. ნიდერლანდების ტექნოლოგიურმა კომანია SpaceLife Origin-მა მიზნად სწორედ ამის გამორკვევა დაისახა. კომპანიის მკვლევარები მოხალისე ქალებს ეძებს, რომლებიც დედამიწის ფარგლებს მიღმა მშობიარობაზე დათანხმდებიან. ექსპერიმენტის ჩატარებას 2024 წელს გეგმავენ.

თუ მეცნიერებმა ყველაფერი ის გამოუვათ როგორც გეგმავენ, შესაძლოა გაჩნდეს ისტორიაში პირველი არადედამიწელი ადამიანი.

"თუ კაცობრიობას სურს ერთ დღესაც პლანეტათშორისი სახეობა გახდეს, აუცილებელია იმის გაგება, როგორ უნდა გავმრავლდეთ კოსმოსში" - ამბობს კომპანია SpaceLife Origin-ის დაამარსებელი და გენერალური დირექტორი კის მალდერი.

ექსპერიმენტის ძირითადი ნაწილისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. SpaceLife Origin-ის მეცნიერები 2024 წლამდე რამდენიმე წინასწარი ტესტის ჩატარებას გეგმავენ.

მოცემული მომენტისთვის კომპანია "ემბრიონებისთვის კოსმოსური ინკუბატორების" შემუშავებაზე მუშაობს. გეგმავენ, რომ მოწყობილობაში მოათავსონ ადამიანის სპერმა და კვერცხუჯრედი და კოსმოსში 2021 წელს გაგზავნონ.

კოსმოსში მოხვედრისას კვერცხუჯრედები უკვე განაყოფიერებული იქნება, რის შემდეგაც ემბრიონის განვითარება დაიწყება. ამის შემდეგ ინკუბატორიანი აპარატი დედამიწაზე დაბრუნდება, რის შემდეგადაც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს ხელოვნურად მოათავსებენ მოხალისე ქალის საშვილოსნოში.

პირველი ექსპერიმენტის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კომპანია გეგმავს ორსული ქალი ორბიტაზე გაუშვას, რათა მან პირველი ბავშვი დედამიწის ფარგლებს მიღმა გააჩინოს.
"24-36 საათიანი მისიისას ქალი იმშობიარებს დედამიწიდან 400 კილომეტრის სიმაღლეზე, სპეციალურად განსწავლულ მსოფლიო დონის მედიკოსებთან ერთად. საფუძვლიანად მომზადებული და კონტროლირებადი პროცესი შესაძლებლობას შექმნის მაქსიმალურად შეამციროს ყველა შესაძლო რისკი", - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში, რომელიც Globe Newswire-ზეა გამოქვეყნებული.

მსოფლიო კოსმოსური სააგენტოები და კომპანიები უკვე ხარჯავენ მილიონებს კოსმოსური ტურიზმის განვითარებისა და იქ საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის. ამის მთავარი მიზანი არის ალტერნატიული გეგმის შემუშავება, რადგან არსებული პროგნოზების თანახმად, მომდევნო ასწლეულში დედამიწაზე ცხოვრება ძალიან რთული იქნება.

SpaceLife Origin-ში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ექსპერიმენტი საკმაოდ ძვირად ღირებული იქნება. კომპანიის შეფასებით, კოსმოსში მხოლოდ განაყოფიერება შეიძლება 250 ათასდან 5 მილიონამდე დოლარის ფარგლებში დაჯდეს, ბავშვის გაჩენა კი უფრო ძვირი.

myquiz