უცნაური მეთოდი, რასაც მექსიკაში ფერმერები იყენებენ - როგორ შეიძლება მოვიყვანოთ ბოსტნეული თევზების დახმარებით? | Allnews.Ge

უცნაური მეთოდი, რასაც მექსიკაში ფერმერები იყენებენ - როგორ შეიძლება მოვიყვანოთ ბოსტნეული თევზების დახმარებით?

სხვადასხვა ბოსტნეულის მოსაყვანად მექსიკაში უცნაურ მეთოდს იყენებენ. კერძოდ, ფერმერები თევზების დახმარებით ზრდიან ამა თუ იმ მცენარეს. ისინი წყლის ავზში თევზებს ათავსებენ, ზემოდან კი ბოსტნეულს რგავენ ისე, რომ მცენარის ფესვები წყალში მოხვდეს.

მცენარეები ამგავარად მკვებავ საჭირო ნივთიერებებს წყლიდან თევზების ნარჩენებისგან იღებენ. შორეულ წარსულში სწორედ ამ მეთოდს იყენებდნენ მაიას და აცტეკების ტომები მეურნეობის განვითარებისთვის. ამ სისტემას "ჩინამპები" ერქვა, რაც მოცურავე კუნძულს ნიშნავს. “ჩინამპების” წყალობით, მათ წელიწადში რამდენიმჯერმე მოჰყავდათ მოსავალი.

აღნიშნული მეთოდი თანამედროვე ეპოქაში კიდევ უფრო დახვეწეს, მას დღეს აკვაფონიკას უწოდებენ. სწორედ ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ფერმერს აღარ სჭირდება ამა თუ იმ ბოსტნეულის მოსაყვანად პესტიციდების გამოყენება. ამასთან, აკვაფონიკის წყალობით იზოგება წყლის რესურსიც, მიუხედვად იმისა, რომ ამ მეთოდის გამოსაყენებლად აუცილებელია წყალი. გარდა ამისა, აკვაფონიკის მეთოდი საშუალებას იძლევა, აწარმოო როგორც თევზი, ასევე ბოსტნეული ერთდროულად.

myquiz