მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა | Allnews.Ge

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა

ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება, რომ ადრე თუ გვიან მზის ენერგია ფართოდ გავრცელედება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუმცა მაშინ როცა მზის ენერგიაზე მომუშავე მცირე ზომის მოწყობილობებსა და სატრანსპორტო საშუალებებს უკვე მივეჩვიეთ, ამ განახლებად ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი მაინც უცხოა ჩვენთვის. ცოტა ხნის წინ, კომპანია Bye Aerospace-ის ერთ-ერთმა მსგავსმა თვთმფრინავმა თავისი პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, კომპანიის მომავალ გეგმებზეც გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი.

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავს StratoAirNet ჰქვია, მისი გამოცდა ჩრდილოეთ კოლორადოს რეგიონალური აერიოპორტის მიდამოებში ჩატარდა. პირველი ფრენა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, დანარჩენი რამდენიმე ფრენა კი იმისთვის განხორციელდა, რომ დაშვება და აფრენა დაემუშავებინათ და მოწყობილობების ქცევას დაკვირვებოდნენ.

StratoAirNet-ის ფრთების სიგრძე 15 მეტრია, მის ფრთებზე დამონტაჟებული მზის ენერგიის პანელები კი მას საშუალებას აძლევს, იფრინოს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც მოესურვება. პირველ სატესტო ფრენაში მონაწილეობა პილოტმა მიიღო, თუმცა კომპანია მიზნად ისახავს, თვითმფრინავი უპილოტო გახადოს. მას დაზვერვისთვის, ინტერნეტის გავრცელებისთვის, სამძებრო-სამაშველო მისიებისთვის, კარტოგრაფირებისა და სხვა მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ Bye Aerospace მზის ენერგიაზე მომუშავე კიდევ ერთ თვითმფრინავზე Sun Flyer 2-ზე მუშაობს, მას კომპანია Siemens-თან ერთად შექმნის. თვითმფრინავი ორი მგზავრისთვის იქნება განკუთვნილი.

myquiz