ნიდერლანდები ხალხმრავალი ქალაქების პრობლემის მოგვარებას მწვანე სოფლების აშენებით გეგმავს | Allnews.Ge

ნიდერლანდები ხალხმრავალი ქალაქების პრობლემის მოგვარებას მწვანე სოფლების აშენებით გეგმავს

ნიდერლანდები მწვანე სოფლებს აშენებს, რომლის მართვასაც ხელოვნური ინტელექტი ჩაიბარებს. სოფლებში ორგანულ ბოსტნეულს ვერტიკალურ ფერმაში გაზრდიან. საკვები პროდუქტების ნარჩენებს კი სასუქად და ცხოველების საკვებად გადაამუშავებენ. ნიდერლანდების მიერ ჩაფიქრებულ სოფლებში ენერგიას მზის პანელებისა და ბიოგაზისგან მიიღებენ. ხელოვნური ინტელექტი კი სოფლის ინფრასტრუქტურის მენეჯმენტს მოახდენს.

კომპანია ReGen გეგმავს სოფლის ისეთი დიზაინი გაკეთოს, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებზე მორგებული იქნება, განსაკუთრებით, სუბსაჰარულ აფრიკასა და ინდოეთის არასაქალაქო ტიპის დასახლებებზე, სადაც მოსახლეობა სულ უფრო სწრაფად იზრდება.

გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ 10 მილიარდ ადამიანს საცხოვრებელი სახლი დასჭირდება.

იმ პირობებში, როდესაც ქალაქები სულ უფრო ხალხმრავალი და საცხოვრებლად ძვირადღირებული ხდება, კომპანია ReGen მიიჩნევს, რომ გამოსავალი, შეიძლება, დეურბანიზაციაში იყოს. ამჟამად კომპანია, დაახლოებით, 20 ჰექტარ ტერიტორიაზე 203 საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს, თუმცა ისინი იაფი ნამდვილად არ ეღირება - მათი ფასი 200 ათასი ევროდან 850 ათას ევრომდე იმერყევებს.

myquiz