პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ 1 ტრილიონს მიაღწია | Allnews.Ge

პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ 1 ტრილიონს მიაღწია

Apple გახდა მსოფლიოში პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ 1 ტრილიონს მიაღწია. ამ მხრივ მან დაამარცხა ისეთი კონკურენტები, როგორებიც არიან Amazon-ი და Microsoft-ი, რომელთა ღირებულებაც ბირჟაზე ასევე ტრილიონს უახლოვდებოდა.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს პირველი iPhone გამოვიდა, Apple-ს აქტივების მოცულობა 1100%-ით გაიზარდა. ხოლო მას შემდეგ რაც 1980 წელს კომპანია დაარსდა, მისი აქტივების მოცულობამ 50 000%-ით იმატა.

Apple 1976 წელს სტივ ჯობსმა შექმნა, მან თავდაპირველად სახელი გაითქვა Mac-ის პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო მოგვიანებით კიდევ უფრო პოპულარული iPhone-ის გამოშვებით გახდა.

myquiz