თურქეთი ავტომობილების წარმოებას იწყებს | Allnews.Ge

თურქეთი ავტომობილების წარმოებას იწყებს

2021 წლისთვის თურქეთი გეგმავს, შეუერთდეს ავტომწარმოებელი ქვეყნების რიგს და თან ამას აპირებს ერთდროულად 5 ავტომობილის წარმოებით.

ამის შესახებ თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ფარუკ ოზლუმ განაცხადა.

"თავიდან ავტოწარმოების სიხშირე გათვლილი იქნება 200 ათას ავტომობილზე წლიურად. დაგეგმილია 5 მოდელის წარმოება, უფრო კონკრეტულად კი საუბარია ელექტრომობილებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ავტომობილები გათვლილი იქნება საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე. "ეს არ იქნება ლუქს კლასის ავტომობილები, ის იქნება С და В კლასის ავტომობილები, თუმცა ის ხარისხით უკეთესი იქნება, ვიდრე უცხოური ანალოგები და ამასთან, 5%-ით იაფი", - განაცხადა მინისტრმა.

ოზლუს განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 50 მილიარდი ევროს შემოსავალს მოუტანს და დამატებით 20 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

პირველ თურქული წარმოების ავტომობილს 2019 წელს გამოუშვებენ. მისი გაყიდვები კი 2021 წლიდან დაიწყება.

წყარo: BPN.GE

myquiz