ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა | Allnews.Ge

ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა

ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა. ამის შესახებ ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია Cisco Systems იუწყება.

დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც პირობითად VPNFilter უწოდეს, ქსელურ აპარატურას ანადგურებს, კონკრეტულად კი როუტერებსა და დისკებს. პროგრამის მეშვეობით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ არა მხოლოდ მოიპარონ მონაცემები საიტებიდან, არამედ მწყობრიდან გამოიყვანონ ციფრული მოწყობილობები.

კომპანიის ექსპერტების განცხადებით, ვირუსი 54 ქვეყანაშია გავრცელებული, განსაკუთრებულად აქტიურად კი - უკრაინაში.

myquiz