Spyce - რესტორანი, სადაც მხოლოდ რობოტები მუშაობენ | Allnews.Ge

Spyce - რესტორანი, სადაც მხოლოდ რობოტები მუშაობენ

მსოფლიოში არაერთი კონცეპტუალური და კრეატიული რესტორანია. ზოგიერთ მათგანში ვახშამს სრულ სიბნელეში მიირთმევენ, ზოგიერთის მენიუში კი მხოლოდ მოლეკულური სამზარეულო შედის. ცოტა ხნის წინ გამოცემა Engadget-ის ცნობით, მაღალი ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ახალი რესტრანი გაიხსნა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ოთხმა სტუდენტმა და შეფ-მზარეულმა დანიელ ბულუდმა მსოფლიოში პირველი სრულად რობოტიზირებული რესტორანი გახსნეს.

დაწესებულება ბოსტონში მდებარეობს და Spyce-ს სახელწოდებას ატარებს. რესტორანი შემდეგნაირადაა მოწყობილი: დაწესებულების სამზარეულო 7 ავტონომიური ბლოკისგან შედგება, რომელთაგან თითოეული გარკვეული კერძების მომზადებაზეა პასუხისმგებელი. რესტორანში შესვლისას კლიენტი სასურველ კერძს ელექტრონულ მენიუში თავად არჩევს. ამის შემდეგ, ავტონომიური მოდულები კერძის მომზადებას იწყებენ. მოდულების ნაწილი პასუხს ბოსტნეულზე აგებს, ნაწილი - ხილზე, ნაწილი-ხორცპროდუქტებზე და ა.შ. Spyce-ში საკვების მოსამზადებლად გამოიყენება ღუმელი, რომელიც მაგნიტური ინდუქციის დახმარებით ცხელდება. საკვების მომზადების შემდეგ, ღუმელი, რომელიც ერთი შეხედვით ქვაბს ჰგავს, ორთქლის საშუალებით იწმინდება, სანამ ახალი კერძის მომზადებას დაიწყებს.

თავად სამზარეულო ვიზიტორებისთვის ღიაა, შესაბამისად, მათ შეუძლიათ საკვების მომზადების პროცესს თავადაც დააკვირდნენ. რესტორანში მხოლოდ ორი ადამინი მუშაობს- მზარეულები, რომლებიც მანქანების მუშაობას თვალს ადევნებენ და მომზადებული კერძების სერვირებით არიან დაკავებულები. რესტორანში მომზადებული კერძები ბევრმა კრიტიკოსმა შეაფასა. კრიტიკოსების თქმით, სტანრატი საკმაოდ მაღალია.

myquiz