Facebook შეტყობინებას გაუგზავნის ყველას, ვისი მონაცემებიც Cambridge Analytica-ს ხელში აღმოჩნდა | Allnews.Ge

Facebook შეტყობინებას გაუგზავნის ყველას, ვისი მონაცემებიც Cambridge Analytica-ს ხელში აღმოჩნდა

გუშინ კომპანია Facebook-მა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავა, სადაც აცნობა, იყვნენ თუ არა ისინი იმ 87 მილიონ მომხმარებელს შორის, რომელთა მონაცემები ბრიტანლი კომპანია Cambridge Analytica-ს ხელში აღმოჩნდა. მომხმარებლებმა შესაბამისი შეტყობინების მიღება გუშინ ლონდონის დროით 5 საათზე დაიწყეს. შეტყობინების საშუალებით მომხმარებელი იმასაც გაიგებს კიდევ რა აპლიკაციებია დაყენებული და რა სახის ინფორმაციის მიღებას შეძლებენ ამ აპლიკაციის შემქმნელები.

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის მომხმარებელს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მათი პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყო.

"ჩვენი დიდი შემცდომა ის იყო, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის დონე სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ეს ჩემი შეცდომა იყო და ბოდიშს ვიხდი. Facebook-ი მე დავაარსე, კომპანიას მე ვხელმძღვანელობ და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება აქ", - ნათქვამია ცუკერბერგის წერილობით განცხადებაში, რომელიც მან აშშ-ს კონგრესში ჩვენების მიცემამდე გაავრცელა.

ცუკერბერგის თქმით, მან მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ კომპანიის მიზანი ადამიანების დაკავშირება მოკლე ხედვას უზრუნველყოფდა. "არ

არის საკმარისი მხოლოდ ადამიანების დაკავშირება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს კავშირები არის პოზიტიური. არ არის საკმარისი ადამიანებს მისცე მხოლოდ ხმა, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამ ხმას დეზინფორმაციის გავრცელებაში და სხვა ადამიანების საზიანოდ არ გამოიყენებენ" - წერს ცუკერბერგი.

მიმართვა ორ პრობლემაზეა ფოკუსირებული: Cambridge Analytica-ზე და რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. შედეგად კი ცუკერბერგი აცხადებს, რომ ამიერიდან მისი ხელმძღვანელობის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება ადამიანები და მათი უსაფრთხოება და არა კომპანიები და მათი რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი.

როდის აგორდა სკანდალი Facebook-ის ირგვლივ ?

myquiz