Tesla- მ 300 ათასი ელექტრომობილი გამოუშვა | Allnews.Ge

Tesla- მ 300 ათასი ელექტრომობილი გამოუშვა

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Tesla ავტომობილების წარმოებისას გარკვეულ სირთულეებს განიცდის, ახალი ელექტრომობილები ნელა, თუმცა დამაჯერებლად გამოდიან ბაზარზე. ცოტა ხნის წინ, დირექტორთა საჭომ აღნიშნა, რომ ილონ მასკმა დასახული მიზანი შეასრულა, რომელშიც 2018 წლის დასაწყისისთვის 300 ათასი ელექტრომობილის გამოუშვება შედიოდა. სწორედ ამდენი ავტომობილი გამოუშვა კომპანიამ მისი დაარსების მომენტიდან.

შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ 300 ათასი ელექტრომობილი ბევრი სულაც არ არის, მაგრამ თუ ელექტროძრავებზე მომუშავე ავტომობილების მწარმოებელი სხვა კომპანიების შედეგებს შევხედავთ, მივხდებით, რომ მასკმა ცუდ შედეგს ნამდვილად არ მიაღწია. მაგალითისთვის, Nissan-ი თავის ელექტრომობილს Nissan Leaf-ს, ფაქტობრივად, 2011 წლიდან ყიდის, თუმცა მხოლოდ გასულ თვეში მიაღწია ავტომობილების იმ რაოდენობას, რასაც Tesla-მ.

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს აქციოენერებმა გადაწყვიტეს, ილონ მასკისთვის ხელფასი არ გადაეხადათ, შეცვალეს რა ის ტრანშით, რომელსაც მასკს გეგმის შესრულების შემთხვევაში გადაურიცხავენ.

myquiz