პროგრამა, რომლის საშუალებითაც, პორნოფილმებში ცნობილი ადამიანების სახეები ჩასვეს | Allnews.Ge

პროგრამა, რომლის საშუალებითაც, პორნოფილმებში ცნობილი ადამიანების სახეები ჩასვეს

2017 წლის მიწურულს Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მეტსახელით deepfakes, საიტზე ატვირთა პორნოგიფები, რომლებშიც ცნობილი მსახიობები და მომღერლები, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონი და ტეილორ სვიფტი ფიგურირებდნენ. თუმცა, მსახიობებს არანაირი კავშირი პორნოსთან არ ჰქონდათ. მომხმარებელმა მათი სახეები პორნომსახიობების ტანებს კომპიუტერული ტექნოლოგიის - ნეიროქსელების საშუალებით ჩაუსვა.

პროგრამა, რომელიც deepfakes-მა დაწერა, შემდეგნაირად მუშაობდა: ის აანალიზებდა ვიდეოში არსებულ სახეებს და ცდილობდა ისინი ნიმუშისთვის მაქსიმალურად დაემსგავსებინა. ნიმუშად ცნობილი ადამიანების სახეები გამოიყენებოდა, deepfakes-ი მსახიობების ფოტოებსა და ვიდეოებს ინტერნეტში პოულობდა.

შედეგი არ იყო იდეალური. ხშირ შემთხვევებში პორნომსახიობები ცოტათი გავდნენ ცნობილებს, სახეებზე კი ნაკერები უჩანდათ.

მოგვიანებით deepfakes-მა აღნიშნული პროგრამა ინტერნეტში გამოაქვეყნა და ნებისმიერ მსურველს მსგავსი ვიდეორგოლების დამზადების შესაძლებლობა მიეცა. Reddit-ზე deepfakes-ის განყოფილებას 90 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. აღნიშნულ ჟანრს კი მისი შემქნელის საპატივცემოდ deepfakes უწოდეს.

deepfakes-ების პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მათთან ბრძოლაც. ჰოსტინგები ასეთ ვიდეორგოლებს ბლოკავდნენ.

6 თებერვალს კი deepfakes-თან ბრძოლას მსოფლიოში უმსხვილესი პორნოსაიტი PornHub შეუერთდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ არ გაავრცელებენ არცერთ ვიდეორგოლს, მასში აღბეჭდილი პირის თანხმობის გარეშე. ამასთან PornHub-ზე კვლავ ინახება ნამდვილი ინტიმური ვიდეოები, რომლებიც ჰაკერებმა ცნობილი ადამიანების ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან მოიპარეს.

deepfakes-ი არამხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლებზე გამოსცადეს, არამედ მსოფლიო ლიდერებზეც. მათ შორის დონალდ ტრამპზე.

myquiz