რა გავლენას ახდენს მიკროტალღური ღუმელის გამოყენება გარემოზე? | Allnews.Ge

რა გავლენას ახდენს მიკროტალღური ღუმელის გამოყენება გარემოზე?

ევროკავშირის ფარგლებში არსებული მიკროტალღური ღუმელების გამოყენების შედეგად იმდენივე ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რამდენიც დაახლოებით 7 მილიონი მანქანის შედეგად - ამის შესახებ ნათქვამია მანჩესტერის უნივერსიტეტის ახალ კვლევაში. კვლევის შედეგები სამცნიერო ჟურნალ Science of The Total Environment-შია გამოქვეყნებული.

მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს პირველი ყოვლისმომცველი კვლევა, თუ რა გავლენას ახდენს მიკროტალღური ღუმელის გამოყენება გარემოზე.

კერძოდ, კვლევის მიხედვით დადგინდა:

მხოლოდ ევროკავშირში მიკროტალღური ღუმელები გამოყოფს 7,7 მილიონ ტონა ნახშიროჟანგს წელიწადში. ნახშირჟანგის აღნიშნული რაოდენობა უტოლდება 6,8 მილიონი მანქანის მიერ გამოყოფილ ნახშიროჟანგის ოდენობას წელიწადში.

ევროკავშირის მასშტაბით მიკროტალღური ღუმელები ყოველწლიურად მოიხმარს 9,4 ტერავატ ელექტროენერგიას საათში.

მოხმარების შესამცირებლად ძალისხმევა მომხმარებელთა ცოდნის გაუმჯობესებისკენ უნდა წარიმართოს, რათა ადამიანებმა ტექნიკა უფრო  ეფექტურად მოიხმარონ.

ყველა სახის ღუმელს შორის მიკროტალღური ღუმელის გაყიდვის მაჩვენებელი ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალია, მათი რაოდენობა 2020 წლისთვის 135 მილიონს მიაღწევს, თუმცა სამეცნიერო წრეებშიც კი გარემოზე მისი უარყოფითი გავლენის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობდა. კვლლვის პროცესში გათვალისწინებულია მიკროტალღური ღუმელის შექმნის, გამოყენებისა და მისი გაფუჭების შედეგების გავლენა გარემოზე. ჯამში მკვლევარების ჯგუფმა 12 სხვადასხვა ფაქტორი გამოიკვლიეს, მათ შორის კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების შემცირება, ეკოლოგიური პირობები.

კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ ერთი მიკროტალღური ღუმელი თავისი მუშაობის პერიოდში ანუ დაახლოებით 8 წლის განმავლობაში 573 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც 7 ვატის მქონე ნათურის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას უდრის, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩაუქრობლად მუშაობდა. კიდევ ერთი პრობლემა მოძველებული ელექტროტალღური ღუმელების გადაყრაა, მათი რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება იმიტომ, რომ დაბალი ფასის გამო მომხმარებელს მისი პერმანენტულად ცვლა ურჩევნია.

myquiz