მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსები დედამიწიდან სხვა პლანეტებზეც ვრცელდება | Allnews.Ge

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსები დედამიწიდან სხვა პლანეტებზეც ვრცელდება

ამერიკელი და იაპონელი ასტრობიოლოგები აღიარებენ, რომ შესაძლოა მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ვირუსები არსებობდეს. ამის შესახებ სტატია ჟურნალში Astrobiology გამოქვეყნდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დედამიწაზე ვირიონები, რომლებიც ნუკლეინის მჟავებისა და ვირუსული ნაწილაკების ცილებისგან შედგება - ადვილად შესაძლებელია ატმოსფეროს გარეთ გაიფანტოს და აღმოჩნდეს სხვა კოსმოსურ ობიექტებზე.

მაღალია ალბათობა, რომ ვირიონები (ვირუსული ნაწილაკები) მათი ასტრონომიულად ბევრი რაოდენობისა და მცირე ზომების გამო, კოსმოსში გაიფანტნენ, მაგალითად, დედამიწაზე მეტეორის ვარდნისას. ცნობილია, რომ პოლიოვირუსებსა და ბაქტერიოფაგებს შეუძლიათ იცოცხლონ ვაკუუმსა და კოსმოსური მაიონებელი გამოსხივების პირობებშიც.

ამავე დროს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმ პლანეტებზე, სადაც ბიოლოგიური ორგანიზმებია, ვირუსების წარმოქმნა გარდაუვალია.

სხვა კოსმოსურ ობიექტებზე ვირუსების დაფიქსირების მეთოდი არ არსებობს, თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მიზნისთვის გამოიყენებენ ელექტრონულ მიკროსკოპებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს ვირიონების არსებობა და მათი მორფოლოგიური თავისებურებები. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ გადამცემი ელექტრონული მიკროსკოპების კოსმოსურ აპარატებზე დაყენება, მათი ზომისა და წონის გამო, პრობლემურია.

myquiz