კიბერბულინგი და პორნოშურისძიება - როგორ დავიცვათ ინტერნეტს მიჯაჭვული ჩვენი შვილები | Allnews.Ge

კიბერბულინგი და პორნოშურისძიება - როგორ დავიცვათ ინტერნეტს მიჯაჭვული ჩვენი შვილები

დასავლეთის საზოგადოებებში მოზარდების სოციალურ ქსელში "ცხოვრება" სულ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს. თუმცა მოზარდებისთვის სოციალური ქსელების სრული აკრძალვის გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე ვერავინ იღებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, Pew-ის მონაცემების მიხედვით, შვედეთი და ნიდერლანდები მოზარდების სოციალურ ქსელში აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით ლიდერები არიან. შვედეთში სოციალურ ქსელში გაწევრიანებული მოზარდების საერთო რაოდენობა 71%-ს შეადგენს, ნიდერლანდებში კი - 70%-ს.

ევროპული ქვეყნებიდან შემდეგ ადგილებს ესპანეთი იკავებს მოზარდების 63%-ით და გაერთიანებული სამეფო, სადაც სოციალურ ქსელში გაწევრიანებული თინეიჯერების რაოდენობა 61%-ს შეადგენს.

საინტერესო შემთხვევა ფიქსირდება საფრანგეთსა და გერმანიაში. საფრანგეთში მოზარდების მხოლოდ 48%-მა განაცხადა, რომ სხვადასხვა სახის სოციალური ქსელის მომხმარებელია, მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მოზარდების 81% იყენებს ინტერნეტს. გერმანიაში სხვაობა კიდევ უფრო დიდია, აქ მოზარდების 49%-მა თქვა, რომ ინტერნეტით ისე სარგებლობს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის.

მოზარდების კიბერბულინგი

როგორც წესი, მთელს კონტინენტზე კანონმდებლებს ყველაზე ხშირად კიბერბულინგის ფენომენი და მისი შედეგები აწუხებთ, როდესაც თანატოლების მხრიდან დაცინვის გამო, მოზარდი, შესაძლოა, დეპრესიაში ჩავარდეს ან სუიციდზე დაფიქრდეს.

შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი ე.წ პორნოშურიძიებაა, როდესაც მოზარდები ერთმანეთისთვის გაგზავნილ ფოტოებსა და ვიდეომასალას ასაჯაროვებენ, სადაც ისინი, შესაძლოა, შიშველ მდგომარეობაში იყვნენ წარმოდგენილები.

შესაძლებელია თუ არა კიბერბულინგისა და პორნოშურისძიების შეჩერება?

ჯერჯერობით კანონმდებლებს სხვა პასუხი არ აქვთ გარდა იმისა, რომ მათ შეუძლიათ, პასუხისგებაში მისცენ კონტენტის გამავრცელებელი.

2015 წელს ევროპარლამენტი ეცადე, მოზარდები დაევალდებულებინა, რომ 16 წლამდე მხოლოდ მშობლების ნებართვის შემთხვევაში დარეგისტრირებულიყვნენ სოციალურ ქსელში. თუმცა ევროპის კონტინენტის არც ერთ ქვეყანაში არ არის მასობრივი დამავალდებულებელი მექანიზმი, რომელიც მოზარდებს სოციალური ქსელისგან სრულად მოწყვეტდა.

გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებს საიტი net-aware.org.uk, რომელიც მშობლებს იმის გარკვევაში ეხმარება, თუ რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდნენ მათი შვილები. სოცქსელების პარალელურად, საიტი მშობლებს ყველაზე პოპულარული ონლაინ-თამაშების შესახებაც აცნობს ინფორმაციას. კიბერბულინგთან ბრძოლას პრინც უილიამის ფონდიც კი ეწევა. თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ჯერჯერობით ძირითადად მაინც სკოლის ფსიქოლოგების იმედად არიან და ამოქმედებულია ცხელი ხაზი თინეიჯერებისთვის, რომელიც იმ მოზარდებს ეხმარება, რომლებსაც საკუთარი ვირტუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მშობლებისთვის და ახლობლებისთვის არ სურს.

რას აკეთებენ თავად სოციალური ქსელები?

ისეთი სოციალური ქსელების ოფიციალური პოლიტიკის თანახმად, როგორებიც Facebook, Instagram, Snapchat და Twitter-ია, რეგისტრაციის ყველა მსურველმა უნდა დააკლიკოს ველზე, სადაც ნათქვამია "თანახმა ვარ" მას შემდეგ, რაც ანკეტირებისას ასაკს მიუთითებენ.

ამის მიუხედავად, მაგალითისთვის, გაერთიანებულ სამეფოში გამოკითხვების თანახმად, 10-დან 12 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეების 75% უკვე დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში.

მაგალითად ტვიტერს აქვს ასეთი ფუნქცია, რომელიც დარეგისტრირების მსურველსა შემდეგ შეტყობინებას უგზავნის: "ჩვენი მომსახურება არ ეხება პირებს, რომლებიც 13 წელზე ნაკლების არიან. თუ თქვენთვის გახდა ცნობილი, რომ თქვენმა შვილმა რეგისტრაციისთვის ინფორმაცია თქვენი ნებართვის გარეშე მოგვაწოდა, მოგვწერეთ".

გარდა ამისა, სოციალური ქსელები დამოუკიდებლადაც იბრძვიან კიბერბულინგის წინააღმდეგ. ამ კუთხით აქტიურობით გამოირჩევა Google-იც, რომლის მფლობელობაშია ყველასთვის საყვარელი- YouTube. სხვა მექანიზმების გარდა YouTube-მა პროცესში ბლოგერებიც ჩართო, რომლებიც სოციუალური ქსელების აქტირურ მომხმარებლებს საკუთარ გამოცდილებას უზაიარებდნენ კიბერბულინგისა და მისგან თავის დაცვის შესახებ.

myquiz