2018 წელს მეცნიერებმა, შესაძლოა, შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მიიღონ | Allnews.Ge

2018 წელს მეცნიერებმა, შესაძლოა, შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მიიღონ

ასტროფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალი 12 თვის განმავლობაში, ისინი მიიღებენ იმას, რასაც აქამდე ვერავინ მიაღწია. მიიღებენ იმას, რასაც შეუძლია, შეცვალოს ან, სულ მცირე, შეავსოს ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ. შავი ხვრელი- ასტროფიზიკური ობიექტი, რომელსაც იმდენად დიდი მიზიდულობის ძალა აქვს, რომ არაფერს არ შეუძლია მას წინააღმდეგობა გაუწიოს, სინათლესაც კი. შავი ხვრელის არსებობის შესახებ, თავის დროზე, ალბერტ აინშტაინმა თავის ფარდობითობის თეორიაში იწინასწარმეტყველა, თუმცა დღევანდელ დღემდე ის თვალით არავის უნახავს.

ნებისმიერი ინფორმაცია შავი ხვრელის შესახებ თეორიულია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მეცნიერები აქტიურად აკვირდებიან შავი ხვრელის გავლენას სხვა ციურ სხეულებზე. თუმცა პროექტ Event Horizon Telescope-ს აღნიშნული რეალობის შეცვლა შეუძლია.

Event Horizon Telescope -ში რვა ტელესკოპია ჩართული, რომელიც დედამიწის 6 სხვადასხვა წერტილშია დამონტაჟებული და ერთ ქსელში ერთიანდება. როგორც მეცნიერები განგვიმარტავენ, უნისონში მუშაობისას მათ აქვთ უნარი, რომ შავი ხვრელის გამოსახულება მიიღონ.

"პირველ რიგში, საჭიროა ულტრა მაღალი რეზოლუცია. წარმოიდგინეთ რომ ლოს-ანჯელესში არსებული გოლფის ბურთის ჩაღრმავება უნდა დაინახოთ ნიუ-იორკიდან"- ამბობს პროექტის ხელმძღვანელი შეპერდა დულემანი.

გარდა ამისა, დულემანის თქმით, პრობლემას ირმის ნახტომის გაზი და მტვერიც ქმნის. ამ დატვირთვის ასატანად დედამიწის მასშტაბის ტელესკოპია საჭირო, თუმცა სწორედ აქ საქმეში Event Horizon Telescope-ი ერთვება.

დედამიწის სხვადასხვა წერტილში გაბნეული რადიოტელესკოპების ქსელის გამოყენებით, მეცნიერებმა დედამიწის ზომის ვირტუალური ტელესკოპი შექმნეს. ისინი ისეა დაპროგრამებული, რომ დაკვირვებასა და ჩაწერას ერთდროულად ახორციელებენ. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ მიღებული მონაცემების შემდგომი გაერთიანებით შესაძლებელი გახდება ისეთი ხარისხის გამოსახულების მიღება, რომელსაც დედამიწის ზომის ტელესკოპის არსებობის შემთხვევაში მიიღებდნენ. 2017 წლის აპრილში მკვლევარებმა თავისი ვირტუალური ტელესკოპი პირველად გამოსცადეს.

myquiz