რა უნდა გავითვალისწინოთ მობილური ტელეფონის მფლობელებმა ზამთარში? | Allnews.Ge

რა უნდა გავითვალისწინოთ მობილური ტელეფონის მფლობელებმა ზამთარში?

კომპანია Apple-ი აცხადებს, რომ iPhone-ი 32 გრადუსზე მაღალ ტემპერატურის პირობებში სამუშაოდ არის შექმნილი. მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ზამთარში ტემპერატურა ორნიშნა უარყოფით მაჩვენებლებს უახლოვდება.

ასეთ პირობებში სმარტფონების მუშაობაში პრობლემები ჩნდება - ისინი ითიშება, ელემენტის ვარგისიანობის ვადა მცირდება, გამოსახულება შეიძლება გაუარესდეს, ეკრანი კი გატყდეს ან გაიბზაროს.

"ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის პირობებში ელემენტებმა, რომლებზეც სმარტფონების უმრავლესობა მუშაობს, შესაძლოა არ იმუშავოს", - აცხადებს Arctic Tech Solutions-ის მფლობელი როჯერ გარნი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ავიცილოთ სმარტფონის მუშაობის პრობლემები დაბალი ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ სმარტფონი ჯიბეში

ასეთი მარტივი რჩევაც კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. ყინვის დროს სმარტფონი ადამიანის სხეულის სითბოს გამოიყენებს და ოპტიმალურ ტემპერატურასთან უფრო ახლოს იქნება.

არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ დიდი ხნით სმარტფონი სიცივეში, მაგალითად, გაჩერებულ ავტომობილში.

გამოიყენეთ სპეციალური "ქეისი"

თუ სმარტფონით სარგებლობა მაინც და მაინც სიცივეში გიწევთ, ამისთვის არსებობს რამდენიმე სახის “ქეისები”, რომლებიც სმარტფონს სითბოში ინახავენ.

თავი შეიკავეთ სმარტფონის დატენვისგან

Apple-ის განცხადებით, ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაში ოპერაციული სისტემა iOS-ზე მომუშავე სმარტფონების დატენვის შედეგად შესაძლოა თვითონ სმარტფონები დაზიანდეს.

გამორთეთ სმარტფონი

iPhone-ის, iPad-ის, iPod-ისა და Apple Watches-ის სამუშაო ტემპერატურა 32-დან 95 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა გათიშულ მდგომარეობაში ეს მაჩვენებელი -4-დან 113 გრადუსამდე იზრდება.

myquiz