Apple-მა ძველი მოდელების ელემენტების გამოცვლა 50 დოლარით გააიაფა | Allnews.Ge

Apple-მა ძველი მოდელების ელემენტების გამოცვლა 50 დოლარით გააიაფა

კორპორაცია Apple-მა გადაწყვიტა iPhone-ს ძველი მოდელების ელემენტების გამოცვლის ფასი 79-დან 29 დოლარამდე  შეამციროს. ეს ნაბიჯი კომპანიას 10 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალს მოუტანს. ასეთ დასკვნამდე ბანკ Barclays-ის ანალიტიკოსები მივიდნენ.

ანალიტიკოსების განცხადებით, ელემენტის "დასუსტება" ახალი iPhone-ების შეძენის მთავარი მიზეზია. იმის გათვალისწინებით, რომ ელემენტის გამოცვლა ახლა უფრო იაფი ღირს და სმარტფონები უფრო დიდხანს იმუშავებენ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს 16 მილიონი iPhone-ით ნაკლები გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება Apple-მა კომპანიის გარშემო შექმნილი სკანდალის გამო მიიღო. გაირკვა, რომ iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობა განგებ ფერხდებოდა, რათა მომხმარებლებს ახალი მოდელები შეეძინათ. კერძოდ, ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული ვერსია 10.2.1 iPhone 6, iPhone 6 Plus, iPhone 6s, iPhone 6s Plus და iPhone SE-ს მოდელების მუშაობის ხანგრძლივობას ამცირებს. ამის გამო ზოგიერთმა მომხმარებლებმა კომპანია Apple-ს სასამართლოში უჩივლა.

myquiz