იხილეთ სამეცნიერო აღმოჩენები, რომელთაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა | Allnews.Ge

იხილეთ სამეცნიერო აღმოჩენები, რომელთაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა

2017 წელი მეცნიერებისთვის საკმაოდ აქტიური და გარღვევებით დატვირთული აღმოჩნდა. სპეციალისტებმა კოსმოსსა და თუ დედამიწაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და ისტორიაში პირველად ადამიანის გენის კორექტირება და მისი ორგანოების ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანა შეძლეს. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ცოცხალი ორგანიზმი, უფრო კონკრეტულად კი ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში გამოზარდეს. ამ წელს პირველად ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის იერი სახელი და მოქალაქეობაც მიიღო და სულ რაღაც ერთი თვის წინ ბავშვის ყოლის სურვილზეც ალაპარაკდა. იხილეთ კიდევ რა სამეცნიერო აღმოჩენებს ჩაეყარა საფუძველი მიმდინარე 2017 წელს.

10. ამერიკის შეეღთებული შტატების მეცნიერებმა ადამიანის გენის დაარედაქტირეს. როგორც ცნობილია გენის დარედაქტირებას გენეტიკური დაავადებების პრევენცია და შესაძლოა ახალი "სუპერ ადამიანის" შექმნა შეუძლია.

9. Space X-მა კოსმოსში განახლებული რაკეტა კიდევ ერთხელ გაუშვა, რამაც კოსმოსში მოგზაურობა კიდევ უფრო იაფი გახადა. Falcon 9 -ის კიდევ ერთხელ გამოყენებას დაახლოებით 18 მილიონი დოლარის დაზოგვა შეუძლია თითოეული გაშვების დროს.

8. წარმატებით ჩაიარა ადამიანის ქსოვილის ლაბორატორიაში ხელოვნურად გაზრდამ, უნდა აღნიშნოს, რომ ლაბორატორიაში ადამიანის მთლიანი ორგანოც გაზარდეს. აღნიშნული გარღვევის შედეგად მეცნიერებს შეუძლიათ ადამიანის დაზიანებული ორგანოების შეცვლა, მათ შორის კიდურების.

7. DeepMind-ის მკვლევარებმა ხელოვნურ ინტელექტს კომპლექსურ გარემოში ნავიგაცია ასწავლეს. შესაძლოა ეს ჩვენთვის სასაცილო იყოს, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია თვითმართვდი რობოტების შექმნის გზაზე.

6 ფიზიკოსებმა ჰარვარდიდან თხევადი წყალბადი მეტალად გადააქციეს, მეტალად ქცეული წყალბადი შესაძლოა, ჩქაროსნულ მატარებლებში გამოიყენონ.

5. მეცნიერებმა გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც ჰაერს წყლად გარდაქმნის. აღნიშნული გამოგონება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადგილებისთვის, სადაც მტკნარი წყლის დეფიციტია, მათ შორის აფრიკაში.

4. მეცნიერებმა ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში გაზარდეს. ეს გარღვევა ნაადრევად დაბადებული ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს.

3. ფიზიკოსებმა დროის კრისტალები შექმნეს. სრულიად ახალი მატერია, კრისტალი იმდენად უნიკალური და ეგზოტიკურია, რომ მეცნიერებსაც კი არ შეუძლიათ მისი სრული პოტენციალის გაგება.

2. მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა პლანეტა აღმოაჩინეს, სადაც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს.

1. ასტრონომებმა ორი ვარსკვლავის შეჯახების შედეგად წარმოშობილი გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს. პირველად აღნიშნული მოვლენა მათ 130 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით შენიშნეს.

myquiz