ქალმა 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გააჩინა | Allnews.Ge

ქალმა 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გააჩინა

ამერიკელმა ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. ტენესის შტატის მკვიდრს, 26 წლის ტინა გიბსონს 24 წლის წინ გაყინული ემბრიონი ჩაუსახეს. ქალმა ნორმალურად გაიარა ორსულობის მთელი პერიოდი, სამყაროს კი ჯანმრთელი გოგონა მოევლინა.

ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

ტინა გიბსონი მიმდინარე წლის მარტში დაფეხმძიმდა, მისი ქალიშვილი ემა კი 25 ნოემბერს დაიბადა.

ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, ეს უნიკალური შემთხვევაა: ემა გახდა პირველი ბავშვი, რომლის ემბრიონიც 24 წლის მანძილზე იყო გაყინული.

ამგვარად, ტინა გიბსონის ქალიშვილი დედაზე სულ რაღაც 1 წლით არის უმცროსი.

myquiz